• 09-04-2024
    "ბარსელონა" ორ ტალანტს დაემშვიდობება
    "ბარსელონა" ორ ტალანტს დაემშვიდობება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" მარკ კასადოსა და დანი როდრიგესს დაემშვიდობება, - იუწყება Sport.

    კასადო 18 წლის ნახევარმცველია, რომელიც "ბლაუგრანას" პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში ხშირად ხვდება ხოლმე. მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოგებულ შეხვედრაში (3:0) მას ლა ლიგაში დებიუტიც ჰქონდა, თუმცა აშკარაა, რომ ჩავის თავს ბევრი ვერაფრით ამახსოვრებს, რადგან სათამაშო დრო ძალიან იშვიათად ეძლევა.

    რაც შეეხება როდრიგესს, იგი "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდში საკმაოდ კარგად გამოიყურება და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 7 საგოლე მოქმედება აქვს მითვლილი.

    დანის "ლურჯ-ბროწეულისფერნი" აფასებენ, თუმცა კლუბში ეჭვობენ, რომ მან ბილბაოს "ატლეტიკთან" კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

    "ბლაუგრანას" ორივე ესპანელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება შეუძლია, მაგრამ მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა, რაც თითქმის დარწმუნებით გვათქმევინებს, რომ ზაფხულში ისინი გუნდს დატოვებენ.

    Facebook კომენტარები