• 09-04-2022
    ანჩელოტი "რეალს" ტრანსფერს სთხოვს - ვინ არის იტალიელის რჩეული
    ანჩელოტი "რეალს" ტრანსფერს სთხოვს - ვინ არის იტალიელის რჩეული

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების ყურადღება მილანის "ინტერისკენაა" მიმართული.


    იტალიის მოქმედი ჩემპიონი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისშია, ამიტომაც, შესაძლოა, გუნდი მრავალმა ლიდერმა დატოვოს.


    DefensaCentral-ის ინფორმაციით, "ნერაძურის" ერთ-ერთი ლიდერი მადრიდის "რეალის" მწვრთნელის კარლო ანჩელოტის რადარებზე მოექცა.


    საუბარია ნიკოლო ბარელაზე, რომელიც მილანური გრანდის გამორჩეული ფიგურაა და ფინანსური სიტუაციის გამო, გუნდის დატოვებასთან ახლოსაა.


    როგორც ირკვევა, იტალიელმა ფეხბურთელმა თანამემამულე მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო და კარლომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერი სთხოვა.

    Facebook კომენტარები