• 25-04-2024
    განხეთქილება "ბარსელონაში" - რა გამოიწვია ჩავის დარჩენამ
    განხეთქილება "ბარსელონაში" - რა გამოიწვია ჩავის დარჩენამ
    Author of the article
    Aa

    ჩავი ერნანდესის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენამ ხელმძღვანელობაში დაძაბულობა გამოიწვია, - იუწყება RAC1.

    წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტამ "მაესტროს" შენარჩუნება იმის მიუხედავად გადაწყვიტა, რომ ბორდის ზოგიერთი წევრი განსხვავებულ პოზიციაზე გახლდათ. არადა, თავდაპირველი შეთანხმება სხვანაირი გახლდათ.

    როგორც ირკვევა, პრეზიდენტი მას მერე დაუბრუნდა ჩავის დატოვების გეგმას, რაც აღმოაჩინა, რომ კლუბს ახალი და მაღალი დონის სპეციალისტის დათანხმების ფინანსური სახსრები არ გააჩნდა.

    ახლა ბორდის იმედგაცრუებული წევრები ძალიან გაბრაზებულები არიან.

    RAC1-ს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება თანამდებობაც კი დატოვოს.

    შეგახსენებთ, რომ ჩავიმ და ლაპორტამ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს, სადაც პრესას უკანასკნელი გადაწყვეტილება გააცნეს.

    Facebook კომენტარები