• 25-04-2024
    ჩავის უარი თხოვნაზე - "ბარსელონამ" უკან დაიხია
    ჩავის უარი თხოვნაზე - "ბარსელონამ" უკან დაიხია
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ "ბარსელონას" მომდევნო სეზონშიც ჩავი ერნანდესი უხელმძღვანელებს.

    "მაესტროს" აზრის შეცვლას წინ გუშინ გამართული შეხვედრა უძღოდა, სადაც ჩავი ჟოან ლაპორტასა და დეკუს გაესაუბრა. მხარეებმა ძალიან ბევრი საკითხის თაობაზე გამოთქვეს საკუთარი აზრი.

    ჩავის რომ ტრანსფერებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები ჰქონდა, ეს უკვე ვიცოდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირობების წაყენება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამაც სცადა.

    ერთ-ერთი ასეთი პირობა სამწვრთნელო შტაბში მოსახდენ ცვლილებებს შეეხებოდა.

    ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავის სთხოვეს, რომ მისი ძმის, ოსკარ ერნანდესის როლი შეემცირებინა და პირველ ასისტენტად პეპ გვარდიოლას ყოფილი მარჯვენა ხელი, დომენეკ ტორენტი დაენიშნა.

    44 წლის სპეციალისტმა ამ პირობის მიღებაზე უარი განაცხადა და კლუბმაც გადაწყვიტა, რომ ნაკლებადაგრესიული ყოფილიყო.

    აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩავი თავის ძმას, რომელსაც, სხვათა შორის, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებისას ჩატარებული ყველა მატჩი მოგებული აქვს.

    Facebook კომენტარები