• 05-05-2024
    "ბარსელონამ" რაფინიას ფასი დაადო
    "ბარსელონამ" რაფინიას ფასი დაადო
    Author of the article
    Aa

    Mundo Deportivo ირწმუნება, რომ "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რაფინიას გასაყიდად მზადაა.

    კატალონიელები 27 წლის გარემარბს 55 მილიონ ევროდ აფასებენ. როგორც ჩანს, "ბლაუგრანაში" ზუსტად იმ თანხის დაბრუნება უნდათ, რომელიც რაფინიაში 2022 წელს "ლიდს იუნაიტედს" გადაუხადეს.

    რაფინიას "ბარსადან" წასვლა არ უნდა, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები მასთან დამშვიდობებას აიძულებს.

    ბრაზილიელს ხშირად უწინასწარმეტყველებენ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას. მისით საუდის არაბეთიდანაც ინტერესდებიან.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში რაფინიამ 9 გოლი და 12 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები