• 05-05-2024
    ლაპორტა სიტყვას ასრულებს - რევოლუცია "ბარსას" შემადგენლობაში
    ლაპორტა სიტყვას ასრულებს - რევოლუცია "ბარსას" შემადგენლობაში
    Author of the article
    Aa

    SPORT-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ზაფხულში "ბარსელონას" შემადგენლობაში რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს. "ბარსელონას" პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მისი გამონათქვამი - "წაგებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება" - საქმედ აქციოს.

    ცვლილებები დაიწყება დაცვის ხაზიდან. წყაროს თანახმად, კლუბი ჟიულ კუნდესა და რონალდ არაუხოზე მიღებულ შეთავაზებებს მოუსმენს. ჟოაუ კანსელუს გუნდში დარჩენაც აღარ ჩანს ისეთი გადაწყვეტილი, როგორიც აქამდე ჩანდა.

    პაუ კუბარსი მომდევნო სეზონში პირველი გუნდის წევრი აუცილებლად იქნება. გარდა ამისა, ჩავი დაეყრდნობა ანდრეას კრისტენსენსა და ინიგო მარტინესს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში შეიძლება ვიხილოთ მიკაილ ფაიე და ჩადი რიადი.

    როგორც ირკვევა, ტრანსფერზეა დაყენებული ფრენკი დე იონგი.

    რაც შეეხება წინა ხაზს, ცვლილებები შეიძლება შეეხოს რობერტ ლევანდოვსკისაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელს "ბლაუგრანაში" სურს დარჩენა. უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი ფერან ტორესმა, რადგან ჩავის მისი ხასიათი ძალიან მოსწონს. გაიზრდება მარკ გიუს როლიც.

    ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ზაფხულში "ბარსაში" დიდი ძვრები გველოდება, ეს პროცესი კი უმტკივნეულოდ ნამდვილად ვერ ჩაივლის.

    Facebook კომენტარები