• 05-05-2024
    ჩავი როკეს არ ელაპარაკება - ვიტორი ვერ იგებს, თუ რატომ იყიდეს
    ჩავი როკეს არ ელაპარაკება - ვიტორი ვერ იგებს, თუ რატომ იყიდეს
    Author of the article
    Aa

    ვიტორ როკე ძალიან გულნატკენია. მას "ბარსელონაში" მისი მდგომარეობა არ ესმის, - იუწყება Mundo Deportivo.

    ბრაზილიელი თავდამსხმელი დეპრესიულად გამოიყურება. იგი სახლში ყოფნის დროსაც არ იღიმის.

    19 წლის ფორვარდის ბანაკიდან ამბობს, რომ ჩავი თავის ახალგაზრდა შეგირდს არასდროს ელაპარაკება ხოლმე. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კომუნიკაცია არ არსებობს.

    როკე ვერ იგებს, თუ რატომ იყიდა "ბარსელონამ", რატომ მიიყვანა გუნდში ვადაზე ადრე ადაპტაციის გასავლელად და ახლა რატომ განიხილავს მის განათხოვრებას. ვიტორი დაბნეულია.

    ბრაზილიელი ხედავს, რომ ფერან ტორესსა და მარკ გიუს მასზე მეტი სათამაშო დრო ეძლევათ, რაც ამწუხრებს.

    შეგახსენებთ, რომ ვიტორი "ბლაუგრანას" იანვარში შეუერთდა და 2 გოლის გატანაც მოასწრო, თუმცა ჩავის ნდობა მაინც ვერ დაიმსახურა. ფეხბურთელი მოედანზე 13 აპრილის შემდეგ არ გასულა.

    Facebook კომენტარები