• 08-05-2024
    "ბარსელონა" დარვინსა და ისაკს უმიზნებს
    "ბარსელონა" დარვინსა და ისაკს უმიზნებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" "ლივერპულის" ურუგვაელი თავდამსხმელით, დარვინ ნუნიესით სერიოზულად ინტერესდება, - იუწყება OnzeTV3.

    21 წლის შემტევს კატალონიელები რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ.

    საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში დარვინის "ენფილდიდან" აბარგებაზე უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ. ურუგვაელმა სოციალური ქსელიდან წაშალა თითქმის ყველა ფოტო, სადაც "ლივერპულის" მაისურში გახლდათ გამოწყობილი. გარდა ამისა, გუშინ იგი ბარსელონაში იმყოფებოდა, რაც რონალდ არაუხოს ინსტაგრამ სთორიდან შევიტყვეთ.

    იმ შემთხვევაში, თუ დარვინის ტრანსფერი არ გამოვა, "ბლაუგრანას" მისი ალტერნატივაც ჰყავს შერჩეული. იგი "ნიუკასლ იუნაიტედის" შვედი ფორვარდი, ალექსანდრ ისაკია.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 52 მატჩში ნუნიესის ანგარიშზე 18 გოლი და 13 ასისტია, ისაკის მონაგარი კი 37 შეხვედრაში გატანილი 24 გოლისგან შედგება.

    რაც შეეხება ლევანდოვსკის, ესპანელი ჟურნალისტი, რუბენ ურია ირწმუნება, რომ მის სიტუაციას მადრიდის "ატლეტიკო" აკვირდება

    Facebook კომენტარები