• 09-05-2024
    "ბარსას" და "პსჟ-ს" ზაფხულში სატრანსფერო ბრძოლები ექნებათ
    "ბარსას" და "პსჟ-ს" ზაფხულში სატრანსფერო ბრძოლები ექნებათ

    როგორც ჩანს, "პარი სენ ჟერმენისა" და "ბარსელონას" გზები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთხელ გადაიკვეთება...

    SPORT იუწყება, რომ "პსჟ-ს" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ზუსტად იმ ფეხბურთელებისთვის აქვს თვალი დადგმული, რომლებითაც კატალონიური გრანდი ინტერესდება.

    ესპანური გამოცემა ახსენებს "ნაპოლის" ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიასა და "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ბერნარდუ სილვას.

    გარდა ამისა, "ბარსა" უმიზნებს ჩავი სიმონსსაც, რომელიც სწორედ პარიზელთა საკუთრებაა. როგორც ირკვევა, "პარი სენ ჟერმენს" 21 წლის ნიდერლანდელის შენარჩუნება აქვს განზრახული.

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას "ბლაუგრანა" სწორედ "პსჟ-სთან" მარცხით გამოეთიშა. ორი მატჩის ჯამში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 4:6 წააგეს.

    Facebook კომენტარები