"ბარსელონას" ზაფხულში ბევრი ფეხბურთელის მომავლის გადაწყვეტა მოუწევს. მათ შორის არიან ანსუ ფატი და ჟოაუ ფელიქსიც.
"ბრაიტონში" განათხოვრებულ თავდამსხმელს კატალონიურ გრანდში სურს დაბრუნება, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მცირეა. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ურჩევნიათ, რომ ანსუ ისევ იჯარით გაუშვან. გაიჟღერა "სევილიას" სახელმაც.
რაც შეეხება ჟოაუს, "ბლაუგრანაში" დარჩენა მისი სურვილიცაა, თუმცა საქმეს "ატლეტიკო" ართულებს. დიდი ალბათობით, "როხიბლანკო" პორტუგალიელის გაყიდვას მოინდომებს, "ბარსას" კი ამის ფინანსური რესურსი ნაკლებად გააჩნია.
დიდი ალბათობით, აქაც იჯარასთან გვექნება საქმე.
SPORT წერს, რომ თუ "ბარსელონას" ფელიქსსა და ფატის შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ფსონს აუცილებლად ჟოაუზე ჩამოვა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე 10 გოლი და 6 ასისტია, ანსუ კი "თოლიებს" 4 გოლითა და 1 ასისტით დაეხმარა.