20-03-2023

ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია

ავტორი
რეკორდი "კამპ ნოუზე" - უპრეცენდენტო მაჩვენებელი
"გაკვირვებული ვარ ანჩელოტის ნათქვამით" - ჩავი კლასიკოს შემდეგ
ფრენკი დე იონგი ნიდერლანდების ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება, - იუწყება De Telegraaf.
ნიდერლანდური გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველმა "ელ კლასიკოს" შემდეგ დისკომფორტი იგრძნო.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს 2 კვირით დასვენება სჭირდება.
მაშასადამე, "ნარინჯისფრებს" საფრანგეთისა და გიბრალტარის ეროვნულ გუნდებთან თამაში ფრენკის გარეშე მოუწევთ.
მიმდინარე სეზონში დე იონგმა 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები