• 16-05-2024
    "ამ ყველაფრით ის ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ ძველი დრო გაიხსენა
    "ამ ყველაფრით ის ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ ძველი დრო გაიხსენა

    საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ რამდენიმე წლის წინ გამოცემა, Secolo XIX-სთან ინტერვიუში მისი ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა:

    "ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი? - ცხადია, აქ დელპიეროს ვიტყვი, რადგან მას შეეძლო, რომ ნებისმიერ მომენტში, არსაიდან ბრწყინვალე ცრუ მოძრაობა გაეკეთებინა და მეტოქე გაებითურებინა"

    "თუმცა მალევე სერია A-ში შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და ყველა მცველს საქმე ძალიან გაურთულა, ის ძალიან შემაწუხებელი იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო, ის ძალიან მაღიზიანებდა".

    აქვე შეგახსენებთ, რომ კალაძემ მილანური გრანდის ღირსებას 2001-წლიდან 2010-წლამდე იცავდა.

    Facebook კომენტარები