• 30-06-2023
    "რატომ იწყებს ის მატჩს უფრო ხშირად სათადარიგოთა სკამზე მე ვენდობი 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს" - წიტაიშვილის მამამ 21-წლამდელთა ნაკრებზე ისაუბრა
    "რატომ იწყებს ის მატჩს უფრო ხშირად სათადარიგოთა სკამზე მე ვენდობი 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს" - წიტაიშვილის მამამ 21-წლამდელთა ნაკრებზე ისაუბრა

    საქართველოს 21-წლამდე, ნაკრების წევრის, გიორგი წიტაიშვილის მამა, კლემენტი წიტაიშვილი ამავე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას უკრაინულ მედიასთან ეხმაურება:

    “თბილისში ახლა გიჟური ატმოსფეროა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებს და ეს ფაქტია. მალე ყველა გაიცნობს ქართველ ფეხბურთელებს. ბედნიერი ვარ ჩემი შვილის და ასევე მთელი ქვეყნის გამო. ყველა ბედნიერია – ისტორია შევქმენით, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ახლა აქ დიდი ზეიმია"

    "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ბელგიის ნაკრებთან გოლის გატანა მოახერხა. 0:2-ის შემდეგ ცუდი განწყობა იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი გოლის შემდეგ ყველა სხვა მოთამაშემ უკეთესად დაიწყო თამაში და ჩვენ გავათანაბრეთ"

    "რატომ იწყებს ის მატჩს უფრო ხშირად სათადარიგოთა სკამზე? მე ვენდობი 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, ის ძალიან ჭკვიანია. ჩემს შვილს ჯოკრად იყენებს და მოედანზე შესვლის შემდეგ მთელი თამაში იცვლება. გიოს შემოსვლა თამაშს სულ ცვლის" 

    "არ მიყვარს ჩემს შვილზე ბევრი ლაპარაკი. ყოველთვის ვეუბნები, რომ მან უნდა იშრომოს, ივარჯიშოს და იყოს პროფესიონალი. მზად იყოს ყველაფრისთვის და არ გაბრაზდეს თუ არ თამაშობს, ეს არის ფეხბურთის ნაწილი"

    "ჩემი შვილი ათი წლიდან უკრაინაშია, მაგრამ ავიღეთ ქართული პასპორტი და საქართველოს ნაკრებში თამაში გავაგრძელეთ. მას არ სურს უკრაინაში დაბრუნება: კიდევ წელიწადნახევარი კიევის “დინამოსთან” გვაქვს კონტრაქტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით ახალ გუნდს. ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ველოდებით კარგ შესაძლებლობას – არ გვინდა ვიჩქაროთ. ბევრი გუნდი მოგვიახლოვდა”,- განაცხადა კლემენტი წიტაიშვილმა

    Facebook კომენტარები