• 30-06-2023
    ჯეიდონ სანჩო იყიდება! - "იუნაიტედმა" დაინტერესებულ კლუბებს სატრანსფერო ფასი აცნობა
    ჯეიდონ სანჩო იყიდება! - "იუნაიტედმა" დაინტერესებულ კლუბებს სატრანსფერო ფასი აცნობა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოსთან დამშვიდობებას განიხილავს და ის სატრანსფერო მარკეტზე დააყენა.

    ერიკ ტენ ჰაგი უკმაყოფილოა ინგლისელის სათამაშო ფორმითა. ასევე, ნიდერლანდელს არ მოსწონს ის, რომ სანჩო მონდომებული არ არის.

    Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერი" მზად არის სანჩო გაყიდოს, თუ დაინტერესებული კლუბი 45 მილიონ გირვანქას გადაიხდის.

    ჯეიდონის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" გამოხატავენ, თუმცა მისი ხელფასი (350,000) დიდ პრობლემას წარმოადგენს.

    "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ, სანჩოს პრემიერ ლიგაში 55 მატჩში მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი. გუნდმა მის სანაცვლოდ 73 მილიონი გადაიხადა.

    Facebook კომენტარები