• 06-06-2024
    "ბარსაში" სიმონსის მსურველები აშფოთებთ
    "ბარსაში" სიმონსის მსურველები აშფოთებთ

    ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენის" საკუთრებაში მყოფი ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ჩავი სიმონსის "ბარსელონაში" გადასვლის შანსები შემცირდა.

    21 წლის ფეხბურთელს უამრავი შეთავაზება აქვს, "პარკ დე პრენსიდან" აბარგებას კი კვლავ იჯარის წესით ეცდება. კატალონიელები ფიქრობენ, რომ შექმნილი კონკურენცია მათ საქმეს გაურთულებს.

    ნიდერლანდელით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაინტერესებული კლუბი მიუნხენის "ბაიერნია".

    სიმონსი გადაწყვეტილებას ევრო 2024-ის შემდეგ მიიღებს.

    ვიცით ის, რომ "პსჟ" ჩავის გაყიდვას არ აპირებს. ეს წყალს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წისქვილზე ასხამს, რადგან მათ სიმონსის შეძენის სახსრები ისედაც არ ექნებოდათ, მისი იჯარით დამატება კი გაცილებით რეალურია.

    სიმონსი გასულ სეზონში "რედ ბულ ლაიფციგში" იყო განათხოვრებული. "წითელი ხარების" მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში მან 10 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები