• 11-06-2024
    ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი ევრო 2024-ს გამოტოვებს
    ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი ევრო 2024-ს გამოტოვებს

    ნიდერლანდების ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენკი დე იონგი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

    26 წლის ნახევარმცველი ახლა ბარსელონაში დაბრუნდება. 

    "ბარსელონას" ვარსკვლავს ძალიან სურდა თანამემამულეთა დახმარება, თუმცა მისი ფიზიკური კონდიციები ამის საშუალებას არ აძლევს. ფაბრიციო რომანოს თქმით, ნიდერლანდელი დასევდიანებულია.

    ფრენკი ბოლოს მოედანზე 21 აპრილს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ვიხილეთ. მას შემდეგ დე იონგს მატჩში მონაწილეობა აღარ მიუღია, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ევრო 2024-ზე მონაწილეობას მაინც შეძლებდა.

    ცნობისთვის, ნიდერლანდელები ტურნირს 16 ივნისს, პოლონეთთან ჯახით გახსნიან.

    Facebook კომენტარები