• 13-06-2024
    დარჩენა მხოლოდ 3-ს აქვს გარანტირებული - რა ხდება "ბარსას" შეტევაში
    დარჩენა მხოლოდ 3-ს აქვს გარანტირებული - რა ხდება "ბარსას" შეტევაში

    ესპანურმა გამოცემა SPORT-მა "ბარსელონას" თავდასხმის ხაზში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ სტატია მოამზადა.

    წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდის შემტევთაგან, გუნდში დარჩენა მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის, ლამინ იამალსა და ჟოაუ ფელიქსს გარანტირებული. ამ უკანასკნელის შესანარჩუნებლად მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეთანხმება იქნება საჭირო, თუმცა ჰანსი ფლიკს პორტუგალიელის დატოვებაზე მწვანე შუქი აქვს ანთებული.

    რაც შეეხებათ ფერან ტორესს, ანსუ ფატის, ვიტორ როკესა და რაფინიას, ისინი ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ არიან.

    საგულისხმოა, რომ 28 წლის ბრაზილიელი გარემარბის გაშვება კლუბის სპორტული დეპარტამენტისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

    SPORT-ს თუ დავუჯერებთ, რაფინიას გაშვების ოპერაცია დეკუს აქვს დაპაუზებული. საუდის არაბეთში მოიძებნებიან კლუბები, რომლებიც რაფინიას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდიან, მაგრამ "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა იცის, რომ ფეხბურთელს წასვლა არ უნდა.

    რაფინიას "ბლაუგრანაში" დარჩენა ძალიან გაართულებს ბილბაოს "ატლეტიკიდან" ნიკო უილიამსის შეძენას.

    შეგახსენებთ, რომ ბასკების 21 წლის გარემარბის გამოსასყიდ თანხად 50-60 მილიონი ევრო სახელდება. ნიკო ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგების წინააღმდეგი არაა, ოღონდ "ბარსელონას" ჯერ ფინანსური ფეარ პლეის მოწესრიგება დასჭირდება.

    Facebook კომენტარები