• 13-06-2024
    "ატლეტიკომ" შეიძლება ფელიქსის გაცვლა მოითხოვოს
    "ატლეტიკომ" შეიძლება ფელიქსის გაცვლა მოითხოვოს

    მადრიდის "ატლეტიკო" ითხოვს, რომ ჟოაუ ფელიქსის "ბარსელონაში" პერმანენტული ტრანსფერის გაშვებიის სანაცვლოდ, ვიტორ როკე მიიღოს, - იუწყება Diario SPORT.

    "როხიბლანკომ" უკვე გადაწყვიტა მემფის დეპაისთან დამშვიდობება. დიდი ალბათობით, მის გზას გაყვება ალვარო მორატაც. შესაბამისად, გუნდში ცენტრფორვარდის ადგილი თავისუფლდება, მისი შევსება კი დიეგო სიმეონეს ახალგაზრდა კადრით სურს.

    მადრიდელები ადრე ფერან ტორესით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა "ბლაუგრანამ" ესპანელის გაშვებაზე მკაცრი უარი განაცხადა.

    ფოკუსი ახლა როკესკენაა მიმართული. ჩავის წასვლამდე თითქმის გარდაუვალი იყო, რომ ბრაზილიელს სადმე გაანათხოვრებდნენ, მაგრამ ჰანსი ფლიკის მოსვლამ ეს მოცემულობა შეცვალა. გერმანელ სპეციალისტს უნდა, რომ 19 წლის შემტევი პრესეზონზე მაინც გამოსცადოს.

    ფლიკი მიესალმება ჟოაუ ფელიქსის შენარჩუნებასაც. აქედან გამომდინარე, კლუბში ახლა უნდა გადაწყვიტონ, რომელი თავდამსხმელი უფრო ძვირად უღირთ და რაზე არიან წამსვლელნი მათთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

    Facebook კომენტარები