• 13-06-2024
    ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა
    ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა

    როგორც იცით, ბილბაოს "ატლეტიკის" 21 წლის შემტევი, ნიკო უილიამსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

    დიდი ხანია ვიცით, რომ ბასკები ესპანელი გარემარბის გამოსასყიდ თანხას ფეხს არ უცვლიან, თუმცა ამ თანხის ზუსტ ოდენობაზე ინფორმაცია არ გვქონდა. წინასწარი ვარაუდით, იგი 50-60 მილიონ ევროს შორის მერყეობდა.

    ვითარებას ნათელი დღეს მატეო მორეტომ მოჰფინა. Relevo-ს ჟურნალისტის თქმით, ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა.

    მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ევროპის ჩემპიონატზეა ფოკუსირებული თავად უილიამსიც, რომელიც მომავალზე მხოლოდ ტურნირის დასრულების შემდეგ იფიქრებს.

    "ბლაუგრანას" სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტი, რომ ნიკო ესპანეთის ნაკრებში ყველაზე დაახლოებული "ბარსას" 16 წლის სუპერტალანტთან, ლამინ იამალთანაა.

    აქვე გეტყვით, რომ "ბილბაოს" ვარსკვლავმა გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი და 17 ასისტი მიითვალა. 

    Facebook კომენტარები