• 14-05-2022
    "გაისად ასე ვეღარ იქნება" - დონარუმა ნავასთან კონკურენციაზე
    "გაისად ასე ვეღარ იქნება" - დონარუმა ნავასთან კონკურენციაზე

    "პარი სენ ჟერმენის" იტალიელმა გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა AFP-ს თავისი მომავლის შესახებ ესაუბრა.


    "აქ, პსჟ-ში" დარჩენა მინდა. მარტივი სეზონი არ გამოვიდა. მატჩების ნახევარში ვითამაშე და თავი ბოლომდე ვერ წარმოვაჩინე. 


    კეილორ ნავასთან კონკურენცია? არა, ასე აღარ მოხდება. კლუბი გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა დონარუმამ.


    შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი პარიზელებმა გასული წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. "პარკ დე პრანსზე" ის ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით მივიდა, მაგრამ ამან მის საკლუბო სეზონზე დადებითად ვერ იმოქმედა.


    სწორედ ჯიჯი გახლდათ "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონთა ლიგიდან მერვედფინალში გამოვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი - იტალიელის დაშვებული შეცდომით დაიწყო მადრიდის "რეალის" გამოღვიძება, რაც დიად ქამბექში გადაიზარდა.


    ცნობისთვის, 23 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში სულ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაუშვა. გავრცელებული ცნობების თანახმად, დონარუმა უკმაყოფილოა, რომ სათამაშო წუთების კეილორ ნავასთან განაწილება უწევს, რაც ზემოთ მოცემულ განცხადებაშიც კარგად ჩანს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები
  • გიორგი ქოჩორაშვილი “რაიო ვალეკანოსთან” გასამართი ლა ლიგის მატჩისთვის “ლევანტეს” განაცხადშია
    20-05-2022
    გიორგი ქოჩორაშვილი “რაიო ვალეკანოსთან” გასამართი ლა ლიგის მატჩისთვის “ლევანტეს” განაცხადშია
  • ცვლილება ნაკრების განაცხადში! - ტრავმირებულ ქვილითაიას ბექა მიქელთაძე ჩაანაცვლებს
    20-05-2022
    ცვლილება ნაკრების განაცხადში! - ტრავმირებულ ქვილითაიას ბექა მიქელთაძე ჩაანაცვლებს
  • ტომას ტუხელი: “ვფიქრობ ნ”გოლო ჩვენი საკვანძო მოთამაშეა”
    20-05-2022
    ტომას ტუხელი: “ვფიქრობ ნ”გოლო ჩვენი საკვანძო მოთამაშეა”
  • ტომას ტუხელის პირველი კომენტარი “ლესტერთან” მატჩის შემდეგ
    20-05-2022
    ტომას ტუხელის პირველი კომენტარი “ლესტერთან” მატჩის შემდეგ
  • ბრწყინვალე გოლი! - მარკოს ალონსომ ანგარიში გაათანაბრა
    19-05-2022
    ბრწყინვალე გოლი! - მარკოს ალონსომ ანგარიში გაათანაბრა
  • VIDEO: შორეული გასროლა! - ჯეიმს მედისონმა "ლესტერი" დააწინაურა
    19-05-2022
    VIDEO: შორეული გასროლა! - ჯეიმს მედისონმა "ლესტერი" დააწინაურა
  • ოფიციალურად: გიორგი ნიქაბაძე წყალტუბოს “სამგურალს” შეუერთდა
    19-05-2022
    ოფიციალურად: გიორგი ნიქაბაძე წყალტუბოს “სამგურალს” შეუერთდა
  • ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა
    19-05-2022
    ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა
  • მეტი სიახლის ნახვა