• 07-08-2023
    ოფიციალურად: გონსალუ რამუში "პსჟ-სთვის" გაიტანს
    ოფიციალურად: გონსალუ რამუში "პსჟ-სთვის" გაიტანს
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენმა" ლისაბონის "ბენფიკადან" 22 წლის თავდამსხმელის, გონსალუ რამუშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    პორტუგალიელ შემტევს "პსჟ" ერთწლიანი იჯარით იმატებს. 2024 წლის ზაფხულში კლუბს რამუშის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. 

    საერთო ჯამში, გარიგების ღირებულება 80 მილიონი ევროა. ფიქსირებული თანხა 65 მილიონი ევრო გახლავთ, ბონუსები კი - 15 მილიონი ევრო. 20 მილიონ ევროს პარიზელები "არწივებს" ახლავე გადაუხდიან.

    რამუში ლიგა ერთის ჩემპიონებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    გონსალუს ტრანსფერით უნდა ჩავთვალოთ, რომ პარიზელებმა ცენტრფორვარდის ძიება დაასრულეს. მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ისეთი ცხრიანები დაუკავშირეს, როგორებიც ვიქტორ ოსიმენი, ჰარი კეინი, დუშან ვლაჰოვიჩი და სხვები არიან, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი ახალგაზრდა პორტუგალიელზე შეჩერდა.

    გასულ სეზონში რამუშმა "ბენფიკას" მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა. პორტუგალიელი ბრწყინვალე გახლდათ კატარის მუნდიალზეც, სადაც მერვედფინალურ მატჩში შვეიცარიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

    Facebook კომენტარები