• 25-08-2023
    ბარკოლამ "ლიონს" შეატყობინა, რომ წასვლა სურს
    ბარკოლამ "ლიონს" შეატყობინა, რომ წასვლა სურს

    ბრედლი ბარკოლამ ლიონის "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება უნდა. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.

    წყაროს თანახმად, 20 წლის შემტევს გული "პარი სენ ჟერმენისკენ" მიუწევს.

    ფრანგი ტალანტი "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრიორიტეტული სამიზნეა სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში. კლუბი მუშაობს ფრანკფურტის "აინტრახტიდან" რანდალ კოლო მუანის წამოყვანაზეც.

    სხვათა შორის, ლიგა ერთის ჩემპიონებმა ერთხელ უკვე ცადეს ბრედლის შეძენა. მათ მიერ "ლიონისთვის" გაკეთებული შეთავაზება, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ევრო გახლდათ, დაიბლოკა. 

    ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში ბარკოლამ 2-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები