28-08-2023

სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა - მიქაუტაძე "აიაქსში" ითამაშებს

ავტორი
Geo Team ადასტურებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" ცენტრფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს.
წყაროს თანახმად, 22 წლის შემტევი ამსტერდამში დღეს გაფრინდება. სამედიცინო შემოწმება ხვალაა ჩანიშნული.
ფინანსური დეტალები ჯერ არ საჯაროვდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "მეცი" გიორგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, სატრანსფერო თანხადაც სწორედ 20 მილიონი უნდა ჩავთვალოთ.
ზაფხულის განმავლობაში გიორგის "ბარნლის", რომის "ლაციოს","შეფილდ იუნაიტედს", "ვესტ ჰემსა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" უკავშირებდნენ, თუმცა ეს ბრძოლა ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდმა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ლიგა ერთის ახალ სეზონში მიქაუტაძემ 3 მატჩში ითამაშა, სადაც თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
ტეგები:
Facebook კომენტარები