06-09-2023

"პსჟ" ვერატის კატარში გაყიდვას ცდილობს

ავტორი
"პარი სენ ჟერმენი" მარკო ვერატის გაყიდვას ცდილობს, - იუწყება RMC Sport.
პარიზულმა კლუბმა იტალიელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის განაცხადშიც კი არ შეიყვანა. მარკო არ გვინახავს არც ლიგა ერთის აწ უკვე გამართული მატჩების განაცხადში.
მოარული ხმების თანახმად, "პსჟ-ს" ახალმა თავკაცმა, ლუის ენრიკემ 30 წლის შუახაზელს უთხრა, რომ მას სათამაშო დროს არ მისცემს.
ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, თუმცა ვერატის ხსნა შეიძლება კატარში იყოს.
RMC Sport-ის თქმით, "პსჟ" და "ალ არაბი" შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.
კატარში სატრანსფერო ფანჯარა 18 სექტემბრამდე ღიაა, რაც "პსჟ-ს" გამოცდილი ნახევარმცველის გასხვისების საშუალებას აძლევს.
Facebook კომენტარები