

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების იდეითაა შეპყრობილი.
ამის შესახებ ლუჩომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"როცა კლუბი რაღაცითაა შეპყრობილი, ეს ყოველთვის ცუდის ნიშანია. ამბიცია უნდა გქონდეს, მაგრამ რაღაცაზე ჩაციკვლა ცხოვრებაში არასდროს გადგება.
უნდა დაიცადო და ნახო, როგორ წარიმართება ტურნირი. ფეხბურთი გასაოცარი სპორტია; ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.
შეიძლება ჩაატარო ბრწყინვალე მატჩი და წააგო. ისიც შეიძლება, რომ საშინლად ითამაშო და მოიგო. ჩვენ ყველა ტურნირზე მოსაგებად გამოვდივართ. მიზანი ეს არის. მსგავსი დამოკიდებულება ამბიციური, თუმცა აუცილებელია," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "პსჟ" A ჯგუფშია მოხვედრილი, რომელიც სიკვდილის ჯგუფად შეფასდა. გარდა ფრანგული და გერმანული კლუბებისა, ჯგუფში "ნიუკასლ იუნაიტედი" და "მილანიც" არიან.
"კაჭკაჭები" და "როსონერი" ერთმანეთს თბილისის დროით 20:45 საათიდან დაუპირისპირდებიან, "პსჟ-სა" და "ბორუსიას" ჯახი კი 23 საათზე აიღებს სტარტს.