• 26-09-2023
    "ამ მიზეზის გამო ოსიმენი პენალტებს თანაგუნდელებს უთმობს" - რას წერენ იტალიურ მედიაში
    "ამ მიზეზის გამო ოსიმენი პენალტებს თანაგუნდელებს უთმობს" - რას წერენ იტალიურ მედიაში

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "ბოლონიასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა გოლის გატანის რეალური შანსი გაანიავა და თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

    ამასთან დაკავშირებით გამოცემა "Gazzetta dello Sport"-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

    "ნაპოლიში პენალტებს არაერთი მოთამაშე ასრულებს, ისინი გადაწყვეტილებას თავად იღებენ, რადგან წინა მწრთვნელისგან, სპალეტისგან შესაბამისი ნებართვა მიიღეს.

    "მაგალითისთვის, გასულ სეზონში ბევრჯერ ვიხილეთ ისეთი ეპიზოდი, რომელშიც გუნდის ნიგერიელ თავდამსხმელს პენალტის შესრულება შეეძლო, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა თანაგუნდელს გადაულოცა.

    "ამ ყველაფრის მიზეზი თავად ოსიმენის თვითრწმენაა, რომ თერთმეტმეტრიანს მისი გუნდელები უკეთესად გამოიყენებენ, რაც ნაპოლისთვის უკეთესი შედეგის მომტანი იქნება", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები