• 26-09-2023
    "პსჟ-ს" ახალი სავარჯიშო კომპლექსი ქარიანი აღმოჩნდა
    "პსჟ-ს" ახალი სავარჯიშო კომპლექსი ქარიანი აღმოჩნდა

    სულ რაღაც ორი თვეა, რაც "პარი სენ ჟერმენი" თავის ახალ სავარჯიშო ცენტრში, პოსიში გადაბარგდა, თუმცა კლუბი უკვე სერიოზულ პრობლემებს შეეჩეხა.

    სავარჯიშო კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი მინუსი ახლოსმდებარე გზატკეცილია, რომელზე მქროლავი მანქანების ხმაურიც ფეხბურთელებს ნამდვილად უშლის ხელს.

    თუმცა მთავარი, რაზეც L'Equipe წერს, სულ სხვა რამეა. როგორც ირკვევა, ადგილი იმდენად ქარიანია, რომ ლუის ენრიკეს ვარჯიშების ჩატარებას იგი სერიოზულად აფერხებს.

    მოედნის ზოგიერთ ნაწილში ისეთი ძლიერი ქარი ქრის, რომ იქ მისი მიმართულების საწინააღმდეგოდ გადაადგილებაც კი ურთულესია. სხვათა შორის, ამ პრობლემაზე "პსჟ-ს" პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ჯერ კიდევ იქამდე საუბრობდა, სანამ გუნდი "კამპუსში" გადაბარგდებოდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა.

    პარიზელები ახლა ეცდებიან, რომ ქარის ეფექტი როგორმე შეამცირონ, თუმცა, ცხადია, ეს ძალიან ძნელი იქნება.

    ცნობისთვის, ლიგა ერთის 6 ტურში "პსჟ-ს" 11 ქულა აქვს აღებული და მე-3 ადგილზეა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები