• 04-08-2022
    ოფიციალურად: რენატუ სანჩესი "პსჟ-ს" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: რენატუ სანჩესი "პსჟ-ს" ფეხბურთელია

    ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" დღეს რენატუ სანჩესის ტრანსფერი დაადასტურა. 24 წლის პორტუგალიელში პარიზელებმა "ლილს" 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.


    "ბენფიკას" მიერ აღზრდილმა ნახევარმცველმა "პსჟ-სთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 


    "პარი სენ ჟერმენი" მოხარულია გამცნოთ, რომ რენატუ სანჩესმა საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებთან ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პორტუგალიელი ნახევარმცველი პარიზში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.


    რენატუმ "პსჟ-ს" საიტს ინტერვიუც მისცა. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:


    "პარიზში მოსვლით ბედნიერი ვარ. ეს ბოლო დღეები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კლუბში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "პარი სენ ჟერმენი" ავირჩიე, რადგან მას ჩემი მომავლისთვის საუკეთესო პროექტად მივიჩნევ. საფრანგეთში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ ამ ჩემპიონატს კარგად ვიცნობ."


    აქვე გეტყვით, რომ გარდა "პარკ დე პრენსის" ბინადრებისა, სანჩესით იტალიური "მილანიც" იყო დაინტერესებული.


    პარიზში მწვრთნელად რენატუს კრისტოფ გალტიე დახვდება - სპეციალისტი, რომელთანაც 2021 წელს ლიგა ერთი მოიგო. 

    ტეგები:
    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა