• 20-11-2023
    ზაირ-ემერი იანვრამდე ვერ ითამაშებს
    ზაირ-ემერი იანვრამდე ვერ ითამაშებს

    "პარი სენ ჟერმენის" 17 წლის სუპერტალანტი, ვარენ ზაირ-ემერი თვე-ნახევრის განმავლობაში იუქმებს. 

    ზაირ-ემერიმ მარჯვენა კოჭის ტრავმა საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის გუშინწინ გამართულ მატჩში მიიღო. "მამლების" რიგებში ეს ვარენისთვის სადებიუტო შეხვედრა გახლდათ და, სხვათა შორის, მან გოლითაც გამოიჩინა თავი.

    "პსჟ-ს" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვარენი მკურნალობას ზამთრის შესვენებამდე გააგრძელებს.

    ეს იმას ნიშნავს, რომ ამომავალი ვარსკვლავი პარიზულ კლუბს დააკლდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ ტურში. "პსჟ-ს" მერვედფინალში გასვლა ჯერ კიდევ არ გაუნაღდებია, წინ კი "ნიუკასლთან" და "ბორუსია დორტმუნდთან" ელით მატჩები.

    რაც შეეხება ზამთრის შესვენებას, 20 დეკემბერს "პსჟ" ლიგა ერთში "მეცთან" ითამაშებს, ფეხბურთს კი 6-7 იანვარს, საფრანგეთის თასის შეხვედრით დაუბრუნდება.

    ზაირ-ემერიმ მიმდინარე სეზონში "პსჟ-ს" მაისური 15 მატჩში მოირგო. მან თავი 2 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები