24-12-2022

მესის კატარულ მოსასხამში მილიონ დოლარს სთავაზობენ

ავტორი
მესის მუნდიალის თასის "პსჟ-ს" სტადიონზე წარდგენა სურს
"ასეთი შანსი 4 წელიწადში ერთხელ გვეძლევა" - მბაპეს სიტყვები ფინალის შესვენებაზე
აჰმედ ალ ბარვანიმ, ომანის პარლამენტის წევრმა, ლიონელ მესის 1 მილიონი დოლარი შესთავაზა იმ შავი მოსასხამის გამო, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიალზე
მოასხეს.
"ძვირფასო მესი, ომანის სასულთნოს სახელით, გილოცავ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას.
პრინც დამიმ ტიმ ჰაბადიმ გამაოცა, როცა რაინდობისა და სიბრძნის სიმბოლო ჩაგაცვა. გთავაზობ მილიონ დოლარს, რომ გადმომცე ეს ბიშტი," - დაწერა ალ ბარვანიმ ტვიტერზე.
ომანელის შეთავაზება საკმაოდა მაცდურია, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ 35 წლის მეგავარსკვლავმა თავისი კარიერის მთავარი მომენტის მოსაგონარი რაიმე გაყიდოს
შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტემ" კატარის მუნდიალის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა. არგენტინელებმა გამარჯვებას პენალტების სერიის წყალობით მიაღწიეს.
ტეგები:
Facebook კომენტარები