• 28-02-2024
    რომელ იტალიურ გუნდში წავა ჟორჟინიო - აგენტის განცხადება
    რომელ იტალიურ გუნდში წავა ჟორჟინიო - აგენტის განცხადება
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო ჩინებულ ფორმაშია. 2024 წელს მან პრემიერ ლიგის ორი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან ("ლივერპულისა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ) და ორივეჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიუხედავად ამისა, მისი "მეთოფეთა" რიგებში დარჩენა გადაწყვეტილი მაინც არ არის.

    ჟორჟინიო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. თუ მისი აგენტის, ჟოაო სანტოსის მიერ Calciomercato-სთვის მიცემულ ინტერვიუს გავეცნობით, 32 წლის შუახაზელის მომავალს სერია ა-ში უნდა ვხედავდეთ.

    "ჟორჟინიო "ლაციოს" უფრო მოუხდებოდა, რადგან იქ მას მისი ძველი ნაცნობი, მაურიციო სარი დახვდება, თუმცა დავასახელებდი "იუვენტუსსაც", რომლის შესანიშნავ სპორტულ დირექტორს, კრისტიან ჯუნტოლის "ნაპოლიში" ბევრი წელი აქვს გატარებული.

    არ გამოვრიცხავდი "ნაპოლიში" დაბრუნებას. ნეაპოლელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ, კალცონა, ვისაც სარისთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

    არ მგონია, "რომაში" გადასვლა სავარაუდო იყოს, რამეთუ მათთან კონტაქტი არასდროს გვქონია, მაგრამ როცა საქმე ძალასა და ტრადიციულობაზე მიდგება, ყველა ისურვებდა "ინტერსა" ან "მილანში" თამაშს," - თქვა სანტოსმა.

    შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიომ საფეხბურთო კარიერა სწორედ იტალიაში დაიწყო. 2014-2018 წლებში იგი "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "ჩელსიმ" შეიძინა, 2023 წლის იანვარში კი "არსენალში" აღმოჩნდა.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში იტალიელმა 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები