• 01-03-2024
    ოიარსაბალი: "თუ "პსჟ-სთან" პენალტების სერია გვექნება, პენალტს დავარტყამ"
    ოიარსაბალი: "თუ "პსჟ-სთან" პენალტების სერია გვექნება, პენალტს დავარტყამ"
    Author of the article
    Aa

    მიმდინარე კვირა "რეალ სოსიედადისთვის" წარუმატებელი გამოდგა, რადგან ბასკური გუნდი ესპანეთის თასის ფინალთან ერთ ნაბიჯში გახლდათ, თუმცა პენალტების სერიაში წააგო და ფინალის საგზური "მალიორკას" დაუთმო.

    სერიაში ერთადერთი თერთმეტმეტრიანი გაფუჭდა. იგი "ჩური ურდინის" ესპანელმა თავდამსხმელმა, მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა. საინტერესოა, რომ საბედისწერო პენალტი ამავდროულად სერიის პირველი პენალტიც იყო - ფეხბურთელებმა შემდეგი 9 დარტყმა უშეცდომოდ შეასრულეს.

    მიუხედავად ამ მარცხისა, მიკელი ირწმუნება, რომ თუ პენალტების სერიის გათამაშება "პარი სენ ჟერმენთან", ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც მოუწევს, ამ ტვირთს თავის თავზე კიდევ ერთხელ აიღებს.

    "თუ ისევ გვექნება პენალტების სერია, თერთმეტმეტრიანს მაინც დავარტყამ. ამაში ეჭვი არ მეპარება," - უთხრა 26 წლის შემტევმა Diario AS-ს.

    შეგახსენებთ, რომ ბასკებმა პარიზში ანგარიშით 0:2 წააგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში გასასვლელად შთამბეჭდავი ქამბექის განხორციელება დასჭირდებათ.

    ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები