• 14-03-2024
    ინძაგი: "შანსები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა"
    ინძაგი: "შანსები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა"
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგებული მერვედფინალური დაპირისპირება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

    გამოცდილი სპეციალისტი განიავებული მომენტების გამო წუხს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ფეხბურთელები მაინც ამაყნი უნდა იყვნენ.

    "ტურნირიდან გამოვარდნას დიდი იმედგაცრუება ახლავს თან. წილისყრამ დაუყონებლივ დაგვსაჯა, თუმცა ბიჭებს ვუთხარი, რომ თავიანთი მიღწევებით მაინც უნდა იამაყონ.

    იმედგაცრუება ნორმალურია, რამდენადაც ჩვენ წინსვლა გვსურს. ასევე უნდა მივულოცოთ "ატლეტიკოსაც", რომელიც ერთი წამით არ დანებებულა და თამაშში ბოლომდე დარჩა.

    უფრო ცივსისხლიანები უნდა ვყოფილიყავით. დამატებით დროში უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ჩვენი შანსები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა," - თქვა ინძაგიმ.

    შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსა" და "ინტერის" განმეორებითი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, ორმატჩიან დუელში უმჯობესის გამოსავლენად კი პენალტების სერია გახდა საჭირო, სადაც ასევე მადრიდელებმა იძალეს (3:2). 

    რაც შეეხება ინძაგის ნახსენებ გაფუჭებულ მომენტებს, მეორე ტაიმში გოლის გატანის რეალური შანსები მარკუს ტურამსსა (ორჯერ) და ნიკოლო ბარელას ჰქონდათ, თუმცა მათ იან ობლაკის კარის აღება არ გამოუვიდათ.

    Facebook კომენტარები