• 05-07-2023
    დესპოტოვიჩი: “პირველივე ვარჯიშზე ვიცოდი, რომ კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი გახდებოდა”
    დესპოტოვიჩი: “პირველივე ვარჯიშზე ვიცოდი, რომ კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი გახდებოდა”

    როგორც მოგეხსენებათ, ყაზანის “რუბინში” ასპარეზობის დროს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ხორხე დესპოტოვიჩი გახლდათ.

    სერბმა თავდამსხმელმა Sport24-თან ინტერვიუში კვარას შესახებ ისაუბრა:

    “პირველივე ვარჯიშზე ვიცოდი, რომ კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი გახდებოდა. ეს თავიდანვე ცხადი იყო. თუმცა, იმ კოშმარული სეზონის დროს მასაც ჰქონდა სლუცკისთან პრობლემები.

    ახლა მას შეუძლია თქვას, რომ ხვიჩა ტოპ ფეხბურთელად ჩამოაყალიბა, თუმცა ეს ასე არ არის. ფეხბურთელად იბადები.

    ამ ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მწვრთნელი ვის ხელში კარგი ფეხბურთელი აღმოჩნდება, მან ჩამოაყალიბა, თუმცა ეს ასე არ არის”. - განაცხადა დესპოტმა.

    Facebook კომენტარები