• 07-07-2023
    ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო
    ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო

    "მილანის" ექსფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ, რომელიც ახლახანს "ნიუკასლის" რიგებს შეუერთდა, თავის პირველ პრემიერლიგურ ინტერვიუში დიდი აქცენტი "როსონერიზე" გააკეთა.

    "მილანის" დატოვება ნიუკასლის გამო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. იქ ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი შვილი და ამას ვერასდროს დავივიწყებ. მუდამ ვიქნები "როსონერის" გულშემატკივარი. ვუყურებ მათ თამაშებს და ვუქომაგებ ტიტულების მოგებას".

    "მალდინი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო. პირველ სეზონში ის დამეხმარე და ფაქტობრივად ყველაზე რთულ მომენტში ფეხზე დამაყენა. ჩვენი გზები გაიყო... თუმცა ის ყველა მოთამაშისთვის იქნება სამაგალითო ადამიანი და ნამდვილი ლიდერი. მალდინი "მილანია", მასზე უკეთ ეს გუნდი არავინ იცის.

    "მსურს მომავალში "შავ-წითლებში" დავბრუნდე და გულშემატკივრის სახეზე ისევ ღიმილი დავინახო. ეს ჩემი ოცნებაა", - აღნიშნა იტალიელმა ნახევარმცველმა.

    შეგახსენებთ, რომ სანდროს სანაცვლოდ "მილანმა" 64 მილიონი ევრო მიიღო. ბონუსების სახით კიდევ დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

    Facebook კომენტარები