იტალიურმა "ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა ლონდონის "ჩელსიდან" ბელგიელი ცენტრფორვარდის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი.
30 წლის შემტევში "პარტენოპეიმ" 30 მილიონი ევრო გადაიხადა. "პენსიონერებს" ნეაპოლელები რამდენიმე დღის წინ შეუთანხმდნენ, ტრანსფერის დასახურად კი რომელუსთან საიმიჯო უფლებებზე მოლაპარაკება გახლდათ საჭირო, რამაც გარკვეული დრო მოითხოვა.
ლუკაკუ სერია ა-ს სამგზის ჩემპიონებმა "ჩელსიდან" კი იყიდეს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ლონდონში მას 2 სეზონია არ უთამაშია. "ჩელსის" ბელგიელი ჯერ "ინტერში" ჰყავდა განათხოვრებული, მერე კი - "რომაში".
"დიეგო მარადონაზე" რომელუს თავისი ძველი ნაცნობი, ანტონიო კონტე დახვდება. იტალიელ სპეციალისტთან ლუკაკუს "ინტერნაციონალეში" უმუშავია, სადაც ნათამაშებ 2 სეზონში 64 გოლი გაიტანა.
"ჩელსიმ" რომელუ 2021 წელს სწორედ "ინტერიდან" შეიძინა. მისი ტრანსფერი 97.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. "სტემფორდ ბრიჯზე" თავისი ხელმეორედ მისვლა პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 მატჩითა და 8 გოლით აღნიშნა.
რაც შეეხება "რომას", "ჯალაროსის" მაისურით მეტოქის კარი ბელგიელმა 21-ჯერ აიღო.