• 07-06-2023
    "ლივერპულმა" მაკ ალისტერის ტრანსფერი დახურა
    "ლივერპულმა" მაკ ალისტერის ტრანსფერი დახურა
    Author of the article
    Aa

    ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ "ლივერპულმა" 24 წლის არგენტინელი ნახევარმცველის, ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერი დახურა.

    მსოფლიო ჩემპიონში "წითლები" "ბრაიტონს" 35 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. მაკ ალისტერის საბაზრო ღირებულება გაცილებით დიდ თანხას წარმოადგენს, თუმცა "თოლიებთან" ჩადებულ კონტრაქტში ალექსისის გამოსასყიდ ფასად სწორედ აღნიშნული რიცხვი გახლდათ განსაზღვრული.

    ახალგაზრდა ნახევარმცველმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმებაც. ტრანსფერის გაოფიციალურება დღეების ამბავია.

    მაკ ალისტერით ასევე იყვნენ დაინტერესებულნი ისეთი კლუბები, როგორებიც "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან, მაგრამ "სქაუზერებმა" ყველას აჯობეს.

    2022/2023 წლების სეზონში არგენტინელმა "ბრაიტონის" მაისური 40 მატჩში მოირგო. გუნდს იგი 12 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

    ალექსისისადმი ინტერესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. არგენტინელი იქ "ალბისელესტეს" ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოგვევლინა და გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

    Facebook კომენტარები