• 12-07-2023
    “ასტანას” მწვრთნელი: “დინამოს” აუცილებლად უნდა მოვუგოთ”
    “ასტანას” მწვრთნელი: “დინამოს” აუცილებლად უნდა მოვუგოთ”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული თბილისის “დინამო” ჩემოიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთვება. თბილისური გუნდი “ასტანას” ესტუმრება.

    ყაზახური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა თბილისურ გუნდთან შეხვედრამდე პრესკოფერენცია გამართა:

    “ცხადია, დინამოსთან რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, დინამო თბილისის ძლიერი მხარეები. ანალიზის შედეგად დავასკვენით, რომ მეტოქეს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. დინამომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს სუპერთასი მოიგო. თანაც, საქართველოს ჩემპიონს სათამაშო პრაქტიკა აქვს. ამასთანავე, ვხვდებით, რომ ჩვენი გულშემატკივარის წინაშე მოგვიწევს თამაში. ქალაქში იგრძნობა აჟიოტაჟი, ხალხს სურს გუნდის მხარდაჭერა. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ სავსე სტადიონზე ვითამაშებთ.

    ჩემთვის მეტოქის დაუფასებლობა მიუღებელია. გავიარეთ თეორია და ჩავატარეთ ანალიზი, ბიჭებმა დაინახეს მეტოქის ძლიერი მხარეები და ყველა მოტივირებულია. ზოგადად, შანსი 50-50%-ზეა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მასპინძლები ვართ, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. რადგან შინ ვთამაშობთ, აუცილებლად შეტევაში არ უნდა გავიქცეთ. დინამოს ძლიერი შემტევი მოთამაშეები ჰყავს, ამიტომ დაბალანსებულად უნდა ვითამაშოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრების დახმარებით შევძლებთ მოგებას”. - განაცხადა ბაბაიანმა.

    ცნობისთვის, “ასტანასა” და თბილისის “დინამოს” დაპირისპირება 12 ივლისს თბილისის დროით 18:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები