• 13-07-2023
    პაბლო ტორეს არაერთი მსურველი გამოუჩნდა
    პაბლო ტორეს არაერთი მსურველი გამოუჩნდა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 20 წლის ფეხბურთელს, პაბლო ტორეს გასულ სეზონში არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა.

    სწორედ ამიტომ, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი გაანათხოვოროს.

    ტორე “ბლაუგრანას” ამერიკის შეერთებულ შტატებში პრე-სეზონზე გაყვება, სადაც თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას შეეცდება, თუმცა თუ სიტუაცია არ შეიცვალა ის იჯარის წესით ახალ გუნდში გადავა.

    გავლენიანი ესპანური სააგენტო, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტორეს დამატება “ვილიარეალს”, “ვალენსიას” და “სელტა ვიგოს” უნდათ, თუმცა “ბარსასთვის” ოპტიმალური ვარიანტი “ჟირონა” გახლავთ, გამომდინარე იქიდან, რომ კატალონიურ გუნდში 20 წლის ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

    ცნობისთვის, პაბლო ტორემ გასულ სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები