• 08-06-2023
    "ვესტ ჰემი" კონფერენს ლიგის გამარჯვებულია!
    "ვესტ ჰემი" კონფერენს ლიგის გამარჯვებულია!
    Author of the article
    Aa

    უეფას კონფერენს ლიგის რიგით მეორე გათამაშების გამარჯვებული ლონდონური "ვესტ ჰემი" გახდა. ინგლისელებმა ფინალში იტალიურ "ფიორენტინას" მოუგეს, ანგარიშით 2:1.

    უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 62-ე წუთზე გაიხსნა. გოლი საიდ ბენრაჰმამ პენალტით გაიტანა, რომელიც "იების" კაპიტნის, კრისტიანო ბირაგის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დაინიშნა.

    ტოსკანელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. 67-ე წუთზე თავი ჯაკომო ბონავენტურამ გამოიჩინა.

    დარჩენილ დროში ბევრი მომენტი აღარ შექმნილა და მაშინ, როცა ყველა უკვე დამატებითი ტაიმების მოლოდინში გახლდათ, "ფიორეს" დაცვა ჩავარდა, ჯაროდ ბოუენი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. 90-ე წუთზე გაშვებული გოლი "ფიორენტინასთვის" განაჩენი გამოდგა.

    "ვესტ ჰემისთვის" ეს რიგით მესამე ევროპული ტიტულია. 1965 წელს "ჩაქუჩებმა" თასების მფლობელთა თასი მოიგეს, 1999 წელს კი ინტერტოტოს თასი აღმართეს.

    აქვე აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ტრიუმფით დევიდ მოიესის გუნდმა ევროპა ლიგის მომდევნო გათამაშების საგზური მიიღო.

    Facebook კომენტარები