არტეტა: "ვიღაცებს ჩემი და გვარდიოლას ურთიერთობის დაზიანება სურთ" არტეტა: "ვიღაცებს ჩემი და გვარდიოლას ურთიერთობის დაზიანება სურთ" » Footballnews არტეტა: "ვიღაცებს ჩემი და გვარდიოლას ურთიერთობის დაზიანება სურთ"
  • 28-09-2024
    არტეტა: "ვიღაცებს ჩემი და გვარდიოლას ურთიერთობის დაზიანება სურთ"
    არტეტა: "ვიღაცებს ჩემი და გვარდიოლას ურთიერთობის დაზიანება სურთ"

    "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლონდონის "არსენალს" ომისთვის მომზადება ურჩია, რაც ამ გუნდებს შორის წინა კვირას გამართული უდაძაბულესი მატჩის გამოძახილი გახლდათ.

    "ქალაქელების" თავკაცის სიტყვების შესახებ კომენტარის გაკეთება "მეთოფეთა" მესაჭეს, მიკელ არტეტას სთხოვეს. ესპანელმა სპეციალისტმა თანამემამულეს პატივისცემა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ორ მწვრთნელს შორის ურთიერთობის გაფუჭება სურთ.

    "ნათლად გავიმეორებ. პეპი მიყვარს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 10 წლის ვიყავი, მას ვაღმერთებ. პეპს პატივს ვცემ და მადლიერი ვარ ყველაფერი იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთა. მას მეგობრად მივიჩნევ.

    როდესაც ვამბობ, რომ გვარდიოლას ვიცნობ, ესე იგი, ვიცი, რამდენს შრომობს იგი. არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ამდენს მუშაობდეს. "სიტიში" ყველა მაქსიმალურად იხარჯება, რათა ისინი მუდმივად იგებდნენ. მიზეზი, რაც მათ მწვერვალზე აჩერებს, გამარჯვების წყურვილის შენარჩუნებაა. მე იქ სწორედ ეს ვისწავლე.

    ამაზე მკაფიოდ ვეღარაფერს ვიტყვი. თუ გსურთ, გავიმეორებ, მაგრამ თუ ვინმეს ჩვენი ურთიერთობის დაზიანება უნდა, აქ ვერაფერს ვიზამ.

    სპორტი გამარჯვების წყურვილზე დგას. ეს მათაც აქვთ და ჩვენც გვაქვს. გასაოცარ შედეგებს "სიტიმ" ამ მენტალიტეტით უწია," - თქვა არტეტამ.

    შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" დღეს "ლესტერს" 4:2 მოუგო. ლონდონელები "მელიებს" ჯერ გაბრიელ მარტინელის და ლეანდრო ტროსარის გოლებით ამარცხებდნენ, შემდეგ წონასწორობა აღდგა, მატჩის კომპენსირებულ დროში კი "არსენალმა" 2 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, არტეტას გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში "სიტის" ქულებით გაუთანაბრდა.

    Facebook კომენტარები