• 15-07-2023
    “ბარსა” ფელიქსის ოცნებაა - არსებობს თუ არა ტრანსფერის შანსი
    “ბარსა” ფელიქსის ოცნებაა - არსებობს თუ არა ტრანსფერის შანსი

    როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს, ჟოაო ფელიქსს ლონდონის “ჩელსისთან” საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მანუ სანჩესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაო ფელიქსის ოცნება კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლა გახლავთ, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი ამ ნატვრას ვერ აიხდენს. ფელიქსი “ბარსელონას” გეგმებში არ შედის.

    ცნობისთვის, ჟოაომ გასულ სეზონში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ფელიქსი ახალი სეზონისთვის მადრიდის "ატლეტიკოში" ემზადება, მაგრამ მისი იქ დარჩენის შანსი არც ისე მაღალია.

    Facebook კომენტარები