• 08-06-2023
    ის რასაც დიდხანს ველოდით - ცნობილია, როგორი იქნება კვარას ახალი კონტრაქტი
    ის რასაც დიდხანს ველოდით - ცნობილია, როგორი იქნება კვარას ახალი კონტრაქტი

    ცნობილი იტალიური გამოცემა "Corriere Dello Sport" "ნაპოლის" ქართველ სუპერვარსკვლავ, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

    წყაროს ინფორმაციით, კვარა ნეაპოლელებთან განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.

    ხოლო რაც შეეხება, ხელშეკრულების ხანგრძლივობას ის 1 წლით 2028 წლის ზაფხულამდე გადავადდება.

    იმისდამიუხედავად, რომ ხვიჩას არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ მისი ამ ზაფხულში ნეაპოლიდან წასვლა გამორიცხულია.

    აქვე მოგახსენებთ, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში 47 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 14 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ამასთან ერთად ის 3-ჯერ გახდა სერია-ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი, ეს ყველაფერი კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებამ დააგვირგვინა.


    Facebook კომენტარები