• 23-07-2023
    "მე გაკოჭილი ვიყავი" - დონარუმა ძარცვის ფაქტს იხსენებს
    "მე გაკოჭილი ვიყავი" - დონარუმა ძარცვის ფაქტს იხსენებს

    როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ"-სა და იტალიის ნაკრების გოლკიპერს, ჯალუიჯი დონარუმას და მის ცოლს სახლში მძარცველები დაისხნენ თავს.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯიჯიმ კომენტარი გააკეთა:

    "მე გაკოჭილი ვიყავი, ალესია კი იძულებული იყო, რაც კი ფასეული გვქონდა, ყველაფერი მიეცა. დეტალებს ვერ მოვყვები, გამოძიება გრძელდება. ახლაც საფრანგეთის პოლიციაში მივდივარ, რათა შევეცადო იმ ყველაფრის გახსენება, რაც შეგვემთხვა" 

    "ამ დილით მე და ჩემს პარტნიორს სახლის დატოვება მოგვიხდა, რათა იქ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. ჩვენ დროებით სასტუმროში გადავალთ. ძალიან შევშინდი, მაგრამ კიდევ უფრო ვნერვიულობდი ალესიას გამო. უმწეო, დაბმული ვიყავი და არაფერი შემეძლო. თანაც, ფრანგულად არცთუ კარგად ვსაუბრობ და მიჭირდა იმ ადამიანებისთვის ახსნა, სად იყო ძვირფასი ნივთები. მათთან ალესია იყო, ისიც ძალიან შეშინებული იყო. მართლა საშინელება გამოვიარე და მაგრად შევშინდი, განსაკუთრებით მის გამო", - განაცხადა იტალიელმა

    Facebook კომენტარები