• 25-07-2023
    მაკფადენი: "ქართველი გულშემატკივრები ფეისბუქზეც მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ვენატრები"
    მაკფადენი: "ქართველი გულშემატკივრები ფეისბუქზეც მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ვენატრები"
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თად მაკფადენმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გაააკეთა.

    "ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ვერ ვიხსენებ ბოლო თამაშს რომელიც გამოვტოვე, აქ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა, ყოველ ჯერზე როცა ამის შანსი მეძლევა მე თქვენთან ვარ.

    "აქაურობა ჩემი ოჯახია, შესაბამისად არ მინდა რომ ოჯახს ვუღალატო. საქართველო ძალიან ბევრს კარგ რაღაცას აკეთებს ჩემთვის.

    "ქართველი გულშემატკივრები ფეისბუქზეც კი მირეკავენ, რამდენიმეს ველაპარაკე კიდეც, მეუბნებიან რომ ვენატრები. იმ სიყვარულის გამო, რომელსაც თქვენგან ვიღებ ვნატრობ, რომ 60 წლამდე თამაში შემეძლოს! აქ დაბრუნება და თამაში ყოველთვის სასიამოვნოა", - თქვა მაკფადენმა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები