• 25-07-2023
    მიუნხენის “ბაიერნს” მეკარის პოზიციაზე ახალი სამიზნე ჰყავს
    მიუნხენის “ბაიერნს” მეკარის პოზიციაზე ახალი სამიზნე ჰყავს

    როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ მეკარეს, მანუელ ნოიერს ფეხი აქვს მოტეხილი და ის გაურკვეველი დროით ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებს.

    ასევე, გერმანელთა კარის დარაჯს, იან ზომერს გუნდის დატოვება სურს.

    სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “რეკოდმაისტერი” გიორგი მამარდაშვილის შეძენით ინტერესდებოდა. როგორც ჩანს, “რეკოდმაისტერმა” ქართველი მეკარის შეძენ გადაიფიქრა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნმა” “ბრენტფორდის” ესპანელი მეკარის, დავიდ რაიას შეძენა გადაწყვიტა.

    გერმანელებს ახალგაზრდა კარის დარაჯის შეძენა 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ “ვალენსიაში” დარჩება.

    Facebook კომენტარები