• 26-07-2023
    ბარიერი მოხსნილია! - როდის და რომელ გუნდში გაოფიციალურდება ჩაკვეტაძს ტრანსფერი
    ბარიერი მოხსნილია! - როდის და რომელ გუნდში გაოფიციალურდება ჩაკვეტაძს ტრანსფერი

    როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანული “უოტფორდი” გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს სანქციების გამო ვერ აოფიციალურებდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, The Atheltic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FIFA-მ “უოტფორდს” სანქციები მოუხსნა.

    შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისურ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გაოფიციალურება უკვე შეუძლია.

    ცნობისთვის, ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტის” საკუთრება გახლავთ. ახალგაზრდა მოთამაშე ინგლისურ გუნდში 1 წლიანი იჯარით მიდის, “უოტფორდს” სეზონის ბოლოს ახალგაზრდა მოთამაშის 2 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

    Facebook კომენტარები