• 27-07-2023
    ოფიციალურად: ისკოს ახალი გუნდი ცნობილია
    ოფიციალურად: ისკოს ახალი გუნდი ცნობილია

    მოგეხსენებათ, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი 22-ნომერი ისკო ალარკონი "ბლანკოსიდან" წამოსვლის შემდეგ "სევილიას" რიგებს იცავდა, თუმცა კლუბმა და ფეხბურთელმა ორმხრივი შეთანხმების შედეგად კონტრაქტი გაწყვიტეს.

    ისკო ზამთრიდან არცერთ კლუბში არ ირიცხებოდა და ინდივიდუალჯრად ემზადებოდა მომდევნო სეზონისთვის.

    ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი "რეალ ბეტისის" მაისურს მოირგებს. ამის შესახებ თავად გუნდმაც დაწერა.

    აქვე მოგახსენებთ, რომ ისკო "რეალის" რიგებში 2014-2022 წლებში ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები