• 27-07-2023
    “ბაზელის” მწვრთნელი: “მოსაფიქრებელი გვაქვს რა გადაწყვეტილება მივიღოთ სიგუასთან დაკავშირებით”
    “ბაზელის” მწვრთნელი: “მოსაფიქრებელი გვაქვს რა გადაწყვეტილება მივიღოთ სიგუასთან დაკავშირებით”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა ახლახან “ბაზელს” შეუერთდა.

    18 წლის ფეხბურთელმა შვეციარიულ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    “ბაზელის” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმო შულცმა გაბრიელ ის შესახებ ისაუბრა:

    “მოსაფიქრებელი გვაქვს რა გადაწყვეტილება მივიღოთ გაბრიელთან დაკავშირებით, რადგან უკვე ძალიან მალე აქტობესთან თამაში გვაქვს და სიგუას თამაშის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს. რამდენადაც ის თბილისიდან ნავარჯიშები შემოგვიერთდა, სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია სწრაფად ჩაერთოს პროცესში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გულახდილი, რომ ვიყო გაბრიელთან დაკავშირებით გეგმა ჯერ არ გვაქვს". - განაცხადა შულცმა.

    Facebook კომენტარები