• 28-07-2023
    ჩავიმ ფერან ტორესს პოზიცია შეუცვალა
    ჩავიმ ფერან ტორესს პოზიცია შეუცვალა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გუნდში რჩება.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი ერნანდესმა გადაწყვიტა, რომ მომავალ სეზონში ფერანი ახალ პოზიციაზე მოსინჯოს.

    ახალგაზრდა შემტევი 2023/2024 წლების სეზონში 9-იანის პოზიციას მოირგებს და რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი იქნება.

    ცნობისთვის, ფერან ტორესმა ამხანაგურ შეხვედრაში, “არსენალის” წინააღმდეგ სწორედ 9-იანის პოზიციაზე ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.

    Facebook კომენტარები